ღირსება

სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს ყოველი მოთამაშის სამხედრო ქცევას, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაბამისია მის მიერ ჩატარებული ბრძოლები, იბრძვის თუ არა ის შედარებით ცივილიზებული მეთოდებით. ღირსების გამომუშავება ხდება აქტიურ მოთამაშეებთან ბრძოლის შედეგად, თუმცა ყოველთვის იმ პირობით, რომ ბრძოლაში დაიხოცა საკუთარი ჯარის სულ მცირე 10% ოქროს ექვივალენტში და თავდასხმა განხორციელებულია ნებადართულ x2 დიაპაზონში. ყველა მოთამაშე იღებს +2 ღირსების ქულას ყოველდღიურად და დიპლომატიის ოფიცერი დამატებით +1 ღირსების ქულას, ესეც ყოველდღიურად. ღირსება იკარგება ძარცვის, დიაპაზონის ნებადართული სხვაობის დაღვევით თავდასხმის და არმიის გადაადგილების დაწყებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ მისი უკან გამობრუნების შემთხვევაში. დადებითი და უარყოფითი ღირსება გავლენას ახდენს მორალსა და ბედნიერებაზე.

^